“როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის კარზე კაციჭამია დგას, ეს აღწერს იმას, რასაც ქართველები, უკრაინელები და ბევრი სხვა ერი ძალიან ღრმად გრძნობენ” - ემანუელ მაკრონი პუტინზე
როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის კარზე კაციჭამია დგას, მგონი ეს აღწერს იმას, რასაც ქართველები, უკრაინელები და ბევრი სხვა ერი ძალიან ღრმად გრძნობენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
29 აგვისტოს გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ გამართლებულად მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტზე თავის სიტყვებს, რომელსაც მან მტაცებელი და კაციჭამია უწოდა, მას შემდეგ რაც მოსკოვმა ის “ვულგარულობისთვის” გააკრიტიკა.
“როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის კარზე კაციჭამია დგას, მგონი, ეს აღწერს იმას, რასაც ქართველები, უკრაინელები და ბევრი სხვა ერი ძალიან ღრმად გრძნობენ”, - განაცხადა მაკრონმა.
მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის “ავტოკრატიული გადახრა”, რომელიც “საერთაშორისო საზღვრების რევიზიონისტულ იმპერიალიზმს ახდენს”.
“საერთაშორისო სამიტებზე ვლადიმირ პუტინის პოზიციებსა და ადგილზე რეალობას შორის სხვაობა აჩვენებს რამდენად არაგულწრფელია ის”, - განაცხადა მაკრონმა.
გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან ერთად მაკრონმა აღნიშნა, რომ პარიზი და ბერლინი გააგრძელებენ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციებისთვის “ზეწოლას”.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
