ისრაელმა იემენის დედაქალაქი ჰუსიტების თავდასხმების საპასუხოდ დაბომბა
ისრაელმა იემენის დედაქალაქ სანაზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, შეტევა ჰუსიტების მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების საპასუხოდ განხორციელდა.
ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, მათი სამიზნეები იყო სამხედრო კომპლექსი, სადაც პრეზიდენტის სასახლეა განთავსებული, ორი ელექტროსადგური და საწვავის შესანახი ადგილი.
ჰუსიტების ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაშავდა 90-ზე მეტი ადამიანი.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზაში პალესტინური მებრძოლი დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ 2023 წლის ოქტომბერში ომი დაიწყო, ირანთან მოკავშირე ჰუსიტებმა წითელ ზღვაში გემებს შეუტიეს, რასაც ისინი პალესტინელებისადმი სოლიდარობის აქტებს უწოდებენ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
