პოლონეთმა საჰაერო თავდაცვა მაღალი დონის მზადყოფნაში გადაიყვანა - რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის გამო
პოლონეთმა ავიაცია გაააქტიურა და სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის გამო. ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
"მოქმედი პროცედურების შესაბამისად, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ აამოქმედა ყველა არსებული ძალა და რესურსი. აფრინდა მზადყოფნაში მყოფი გამანადგურებლების წყვილი, ხოლო საჰაერო თავდაცვისა და რადიოლოკაციური დაზვერვის სისტემები მოყვანილია საგანგებო სიტუაციის უმაღლეს დონესთან შესაბამისობაში“, - ნათქვამია ცნობაში.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განმარტებით, ამოქმედებული ზომების მიზანია პოლონეთის ტერიტორიისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
21 აგვისტოს, ღამით უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მასირებული შეტევა იყო. თავდასხმის შედეგად ზაკარპატიეს ოლქის ქალაქ მუკაჩოვოში ათზე მეტი ადამიანი დაშავდა. ზაკარპატიეს ოლქზე თავდასხმა უიშვიათესი შემთხვევაა.
მანამდე, 19 აგვისტოს, რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე დრონებით მიტანილი იერიშისას აღმოსავლეთ პოლონეთში ჩამოვარდა და აფეთქდა უპილოტო საფრენი აპარატი.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
