ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში პუტინის ჩასვლას გააპროტესტებენ
ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, სადაც 15 აგვისტოს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა უნდა გაიმართოს, საპროტესტო აქციებია დაგეგმილი.
უკრაინის მხარდასაჭერად ანკორიჯის ცენტრში მიტინგები გაიმართება შეხვედრის წინა დღეს, 14 აგვისტოს და შეხვედრის დღეს, 15 აგვისტოს. ამის შესახებ უკრაინულ სააგენტო „უკრინფორმს“ აცნობა საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ინიციატორმა, ორგანიზაცია Stand UP Alaska-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ერინ ჯექსონ-გილმა.
მისი განცხადებით, ეწინააღმდეგებიან ალასკის შტატში ავტორიტარი დიქტატორების მიწვევას, პუტინი სამხედრო დამნაშავეა და ამერიკულ მიწაზე მისი ადგილი არ არის.
ერინ ჯექსონ-გილის ინფორმაციით, ანკორიჯში დაგეგმილი აქციების მონაწილეები მოითხოვენ, რომ პუტინმა აგრესია შეწყვიტოს და უკრაინა დატოვოს. მისივე განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის ყოფნა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 აგვისტოს გამოაცხადა, რომ მისი და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკის შტატში გაიმართება.
12 აგვისტოს თეთრმა სახლმა დააკონკრეტა, რომ სამიტი გაიმართება ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში.
ტელეკომპანია CNN-ი თეთრი სახლის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპი პუტინს შეხვდება ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე, რომელიც ანკორიჯის ჩრდილოეთ გარეუბანში მდებარეობს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
