“ტრანსატლანტიკური ერთობა, უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა - სწორედ ასე დავასრულებთ ამ ომს და თავიდან ავიცილებთ ევროპაში რუსეთის მომავალ აგრესიას” - კაია კალასი
ტრანსატლანტიკური ერთობა, უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა - სწორედ ასე დავასრულებთ ამ ომს და თავიდან ავიცილებთ ევროპაში რუსეთის მომავალ აგრესიას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალური შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარდაჭერა გამოხატეს აშშ-ის ნაბიჯების მიმართ, რომლებიც სამართლიანი მშვიდობის მიღწევას უზრუნველყოფს“.
ამასთან, კაია კალასის ცნობით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს.
„ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე, უკრაინის დამატებით სამხედრო მხარდაჭერაზე, მისი ბიუჯეტის საჭიროებებსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე“, - წერს კაია კალასი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
