ვაშინგტონში ფაშინიანი, ტრამპი და ალიევი სამმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ
უახლოეს დღეებში, ვაშინგტონში, ერთმანეთს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შეხვდებიან.
სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში 7-8 აგვისტოს ჩავა.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემა, სავარაუდოდ, სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა იქნება, განსაკუთრებით სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი ურთიერთობების ნორმალიზების კონტექსტში.
თეთრი სახლის განცხადებით, აშშ მზად არის შუამავლის როლი შეასრულოს, რათა მხარეებმა დაძაბულობის ძირეული მიზეზები გადაჭრან და გაიღრმაონ თანამშრომლობა რეგიონული განვითარების მიმართულებით.
სამმხრივი მოლაპარაკება დიდი ყურადღების ცენტრშია, რადგან ის, შესაძლოა, მრავალწლიანი კონფლიქტის დარეგულირებისთვის გადამწყვეტი ეტაპი გახდეს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
