პუტინი ზელენსკისთან შეხვედრის პირობას ასახელებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის, უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირადად შესახვედრად, თუმცა კრემლის თანახმად, შეხვედრის გამართვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას წინ უძღვის შესაბამისი მომზადება ექსპერტულ დონეზე.
როგორც კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მოსკოვი არ გამორიცხავს უმაღლეს დონეზე კონტაქტს, თუმცა შეხვედრა შეიძლება შედგეს მხოლოდ მას შემდეგ თუ მხარეები მიაღწევენ კონკრეტულ შეთანხმებებს.
„თავად შეხვედრა არ უნდა გახდეს მოლაპარაკებების დასაწყისი – ის შეიძლება გახდეს მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგი“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, დიალოგის დაწყება რეალურია იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ განხორციელდება საფუძვლიანი სამუშაო დიპლომატებისა და სამხედრო ექსპერტების მონაწილეობით.
როგორც მედია იუწყება, რუსეთის მხრიდან განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც დასავლეთი – განსაკუთრებით კი შეერთებული შტატები – აქტიურად მოუწოდებს მხარეებს კონფლიქტის დეესკალაციისკენ.
მედიის ცნობით, ვაშინგტონი ცდილობს, მხარეებს შორის შეთანხმება აგვისტოს პირველ ნახევარში მოახერხონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვს, შესაძლოა, ახალი სანქციები დაუწესდეს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
