ირანი 1.5 მილიონ ავღანელ მიგრანტს აძევებს
ირანის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზეზებით ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები დაახლოებით 1.5 მილიონი ავღანელის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო.
ოფიციალური თეირანის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად დადგინდა, რომ მიგრანთა ნაწილი ირანში მოქმედ “საინფორმაციო ქსელებთან” იყო კავშირში, რომელთა უკან ისრაელის დაზვერვა დგას. მიგრანტების ნაწილს ბრალად ედება იარაღის გადაზიდვა, არეულობების მოწყობა და ჯაშუშობა უცხო ქვეყნების სასარგებლოდ.
დეპორტაციის პროცესები უკვე დაწყებულია. ირანელი ოფიციალური პირების თქმით, ბევრი ავღანელი ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ავღანეთის დროებითმა ხელისუფლებამ შეშფოთება გამოხატა. ქაბულში აცხადებენ, რომ მრავალი მიგრანტი, რომელსაც ირანი აძევებს, რამდენიმე წელია იქ ცხოვრობს და შრომით სექტორშია დასაქმებული. უფლებადამცველები შიშობენ, რომ მასობრივი დეპორტაცია, შეიძლება, ჰუმანიტარული კრიზისით დასრულდეს.
მიუხედავად ამისა, ირანი ამტკიცებს, რომ მოქმედებს “სუვერენული უფლების ფარგლებში” და უცხოელი მოქალაქეების შემოწმებას ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში განაგრძობს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
