რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ ბაზაზე თავდასხმა განახორციელეს – არიან დაღუპულები და დაჭრილები
რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
„მიღებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, სამწუხაროდ, პერსონალს შორის დანაკარგების სრულად თავიდან აცილება შეუძლებელი გახდა. 21:30 საათის მონაცემებით, სამი ჯარისკაცი დაიღუპა და 18 დაიჭრა. ადგილზე შესაბამისი სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. დაჭრილებს დროულად უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტის ყველა გარემოების გასარკვევად კომისია შეიქმნა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო სამართალდამცავი სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს.
„თუ დადგინდება, რომ სამხედრო მოსამსახურეების სიკვდილი და დაზიანებები გამოწვეული იყო თანამდებობის პირების ქმედებებით ან უმოქმედობით, პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მიეცემათ“, – აღნიშნეს სახმელეთო ჯარებში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
