კიევზე დრონებით შეტევა იყო, არიან დაჭრილები
რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. დარნიცკის რაიონში დაზიანებულია მრავალბინიანი კორპუსი. არიან დაჭრილები.
საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან, თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ, 27 ივლისს ღამით დაიწყო და 28 ივლისის 04:50 საათამდე გაგრძელდა.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დარნიცკის რაიონში დაიჭრა 8 ადამიანი, მათ შორის 3 წლის ბავშვი. ოთხს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
ტკაჩენკოსგან განსხვავებით 5 დაშავებულის შესახებ იუწყებიან კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და უკრაინის ეროვნული პოლიცია.
27 ივლისს, საღამოს რუსული დრონებით შეტევა იყო სუმის ოლქის იუნაკოვსკის რაიონზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთი დრონი მოხვდა სამგზავრო ავტობუსს. დაიღუპა 3 და დაიჭრა 20 მშვიდობიანი მოქალაქე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
