რუსეთმა დნეპრს შეუტია, არის მსხვერპლი

25-26 ივლისს, ღამით რუსებმა უკრაინის ქალაქ დნეპრს (უკრაინულად დნიპრო) შეუტიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს უმძიმესი ღამე იყო. ოლქზე განხორციელდა მასშტაბური ერთობლივი შეტევა", — განაცხადა ლისაკმა.

„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 7 რაკეტა და 26 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, თუმცა რამდენიმე მათგანი მიზანში მოხვდა.

„დნეპრში“,– თქვა ლისაკმა, – „ერთი მამაკაცი დაიღუპა, ერთი ქალი დაშავდა. მაღალსართულიანი შენობა დაინგრა, დაზიანდა საწარმოო ობიექტი, გაჩნდა ხანძარი, მათ შორის მანქანების პარკინგზე. გაჩნდა ხანძარი კომერციულ დაწესებულებებზეც და კირქვის საშრობ ტერიტორიებზე".

წაკითხვა 85 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.