“„ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი - ჩვენ გავანადგურეთ მათი სამხედრო შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი, მაგრამ ყველა არა, ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი შეიარაღებული მებრძოლი რჩება” - ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მზადაა, ღაზაში ომი დაასრულოს, თუ „ჰამასი“ ისრაელის პირობებს დათანხმდება.
მისივე თქმით, თუ შეთანხმება მოლაპარაკებებით მიიღწევა, მისასალმებელი იქნება, თუმცა თუ რამდენიმე თვის განმავლობაში ეს დიპლომატიით ვერ მოხერხდება, მაშინ საქმეში ისრაელის სამხედრო ძალები ჩაერთვებიან.
„ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი, „ჰამასს“ აღარ უნდა ჰქონდეს სამხედრო შესაძლებლობები. ეს არის ჩვენი ძირითადი პირობები. ჩვენ გავანადგურეთ „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი, მაგრამ ყველა არა. ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი შეიარაღებული მებრძოლი რჩება. ჩვენ განვაგრძობთ კომბინირებულ მიდგომას – პირველ რიგში, დიპლომატიას, მაგრამ თუ ეს არ გაამართლებს, მაშინ სამხედრო ძალას მივმართავთ, რათა მისია სრულად შესრულდეს“, -განაცხადა მან.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
