“შეიძლება მას DOGE მივუქსიოთ, არც მისი დეპორტაციაა გამორიცხული” - ტრამპი მასკზე
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE), რომლის დაარსება მილიარდერმა ილონ მასკმა შეუწყო ხელი, შეიძლება გამოყენებულ იქნას მასკის კომპანიებისთვის ზიანის მისაყენებლად.
ტრამპი და მასკი, ყოფილი მოკავშირეები ბიუჯეტის გეგმებთან დაკავშირებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
„შესაძლოა, ილონმა ისტორიაში ნებისმიერ ადამიანზე მეტი სუბსიდია მიიღო“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ მედიაში. - „ალბათ, DOGE-ს ეს კარგად და დეტალურად უნდა შევაფასებინოთ? დიდი ფულის დაზოგვაა შესაძლებელი!!!“
მილიარდერმა პასუხად დაწერა: „მე სწორედ ამას ვამბობ, რომ ყველაფერი ჩამოჭერით. ახლავე“.
ტრამპმა მუქარა ამ პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, ჟურნალისტებთან საუბრისას გაიმეორა და დასძინა, რომ არ არის გამორიცხული მასკის დეპორტაცია მის მშობლიურ სამხრეთ აფრიკაში.
„ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი“, - თქვა ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს, აპირებს თუ არა მასკის დეპორტაციას. „შესაძლოა, ილონს DOGE მივუქსიოთ (We might have to put DOGE on Elon). იცით, რა არის DOGE? DOGE არის ურჩხული, რომელმაც შეიძლება ილონი შეჭამოს. ეს საშინელება არ იქნება? ის ბევრ სუბსიდიას იღებს.“
მასკმა არაერთხელ გააკრიტიკა ტრამპის ე.წ. „დიდი, ლამაზი კანონპროექტი“ და მიანიშნა, რომ ის ძირს უთხრის მის მიერ სახელმწიფო ხარჯების შემცირების მიზნით გაწეულ სამუშაოს.
ტრამპსა და მასკს შორის დავა ერთი თვის წინ დაიწყო, როდესაც ისინი საჯაროდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შემდეგ მასკმა უკან დაიხია.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
