„რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა“, ამბობენ უკრაინის საჰაერო ძალებში
უკრაინის ოფიციალური უწყებების ცნობით, რუსეთმა 28 ივნისს, კვირას, ღამით უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური საჰაერო შეტევა განახორციელა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სულ 537 ერთეული საჰაერო შეტევის საშუალებები გაუშვა, მათ შორის 477 დრონი და სატყუარები და 60 რაკეტა. მათგან 249 ჩამოაგდეს, ხოლო 226 დაკარგულად ითვლება — სავარაუდოდ, ელექტრონული ჩარევის შედეგად.
უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა იური იგნატმა სააგენტო Associated Press-ს განუცხადა, რომ ეს იყო „ყველაზე მასშტაბური საჰაერო შეტევა უკრაინაზე“, თუ გავითვალისწინებთ როგორც დრონებს, ისე სხვადასხვა ტიპის რაკეტებს. იერიში ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონს მოიცავდა, მათ შორის დასავლეთ უკრაინას, რომელიც ფრონტის ხაზიდან შორსაა.
პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, პოლონეთმა და მისმა მოკავშირე ქვეყნებმა საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ავიაცია აამოქმედეს.
ხერსონის ოლქის გუბერნატორის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, დრონის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ჩერკასის ოლქში დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, — განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა იგორ ტაბურეცმა.
საჰაერო იერიშები პუტინის მიერ პარასკევს გაკეთებული განცხადების შემდეგ განახლდა — რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი მზადაა სტამბოლში მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის. თუმცა ომს დამთავრების ნიშნები ჯერ არ ეტყობა — აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევას შედეგი ჯერ არ მოუტანია. სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის ბოლო ორი შეხვედრა მცირე ხანს გაგრძელდა და რაიმე გარღვევა არ ყოფილა.
დიდ მანძილზე მოქმედი დრონებით იერიშები ომის ერთ-ერთ მახასიათებლად იქცა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
