“სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა ევინის ციხეზე ისრაელის იერიშს” - ირანის სასამართლო
„Associated Press“ ირანის სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თეირანში მდებარე ცნობილ ევინის ციხეზე ისრაელის მიერ მიმდინარე კვირის დასაწყისში განხორციელებულ იერიშს სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა.
ირანის სასამართლოს ოფიციალურ პლატფორმა, Mizan-ზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, დაღუპულთა შორის არიან ციხის პერსონალი, გაწვევით სამსახურში მყოფი ჯარისკაცები, პატიმრები და მათი ოჯახის წევრები.
„ცნობა დამოუკიდებლად ვერ მოწმდება“, - წერს გამოცემა.
ევინის ციხე ათწლეულებია ცნობილია, როგორც ადგილი, სადაც ხშირია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები. ამ ციხეში იხდის სასჯელს, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიცია.
ისრაელის საჰაერო ძალებმა ორშაბათს დაბომბეს ევინი, რაც თავად დაადასტურეს, როგორც სიმბოლური დარტყმა ირანის მთავრობაზე.
ირანელმა აქტივისტებმა დაგმეს ეს იერიში, განაცხადეს, რომ ის საფრთხეს უქმნიდა პოლიტპატიმრების სიცოცხლეს.
ანგარიშების მიხედვით, განადგურდა ციხის ადმინისტრაციული შენობების ნაწილი. იერიშის შემდეგ პატიმრები გადაიყვანეს სხვა დაწესებულებებში, სადაც ვითარება, გავრცელებული ცნობებით, კიდევ უფრო მძიმეა.
„კადრში დაღუპულთა შორის სავარაუდოდ არის მთავარი პროკურორი ალი ღანათქარიც, რომელიც პასუხისმგებელი იყო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, ნარგეს მოჰამადის, გასამართლებაზე — თავად მოჰამადიც ევინის ციხეში იმყოფებოდა.
ისრალემა ციხეზე იერიში განახორციელა რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე 24 ივნისს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდებოდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
