სტრასბურგში ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ აგრესიის დანაშაულზე საგანგებო ტრიბუნალის შექმნის შესახებ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულის საგანგებო ტრიბუნალის დაფუძნების შესახებ, რომელიც მოიცავს აგრეთვე სტატუტს საგანგებო ტრიბუნალის შესახებ.
24 ივნისს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც შედგება ევროსაბჭოს წევრი 46 ქვეყნისგან, გენერალურ მდივანს მიანიჭა აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილება.
„ეს ისტორიული ხელმოწერა შეგვახსენებს, რომ საერთაშორისო სამართალი უნდა ეხებოდეს ყველას - გამონაკლისის გარეშე და ყოველგვარი ორმაგი სტანდარტის გარეშე.
ეს არის ტრიბუნალი, რომელიც განსჯის მსხვერპლსა და აგრესორს შორის, დაუსჯელობასა და პასუხისმგებლობას შორის, ვინაიდან პასუხისმგებლობის გარეშე შეუძლებელია იყოს ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინისა და მთელი ევროპისთვის“, - განაცხადა ალენ ბერსემ.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტრიბუნალის შექმნას სამართლის მიღწევის "რეალურ შანსად" აფასებს:
„თითოეულმა ომის დამნაშავემ უნდა იცოდეს: იქნება სამართალი და ის მოიცავს რუსეთს. პოლიტიკურად დიდ პროგრესს მივაღწიეთ და მადლიერი ვარ ევროსაბჭოსი და ყველასი, ვინც ლიდერობა აჩვენა. სამართალს დრო სჭირდება, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ის უნდა შედგეს. დღევანდელი შეთანხმება და ეს ტრიბუნალი გვაძლევს რეალურ შანსს, მივაღწიოთ სამართალს აგრესიის დანაშაულისთვის. სხვა ინსტიტუტებს არ გააჩნიათ ამისთვის საჭირო ინსტრუმენტები. ჩვენ მკაფიოდ უნდა ვაჩვენოთ: აგრესიას მოსდევს სასჯელი და ეს ერთად უნდა განვახორციელოთ“.
სიახლეები
- ცვლილებების თანახმად, სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს
- “გილოცავთ აშშ-ის რეჟიმზე გამარჯვებას - ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-ს სახეში ძლიერი სილა გააწნა” - აიათოლა ალი ხამენეი
- სამარხვო ტოლმა
- “გელათის ტაძარს დღეს აღარაფერი ემუქრება, მთავარი ტაძარი გადახურულია უნიკალური კონსტრუქციით” - თინათინ რუხაძე
- “არცერთმა „რესპუბლიკელმა“ მხარი არ უნდა დაუჭიროს „ამერიკის ხმის“ გადარჩენას – მოკალით ის!” - ტრამპი