კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი დაზიანდა
კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად, აფეთქების ტალღამ წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი დააზიანა.
აღნიშნული ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.
ინფორმაციას კულტურის მინისტრი, ნიკოლაი ტოჩიცკი ავრცელებს.
„ღამით მტერმა ისევ დაარტყა ჩვენი იდენტობის გულს. დაზიანდა სოფიას ტაძარი კიევში – სიწმინდე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს. აფეთქების ტალღამ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის მთავარი აფსიდის კარნიზის ნგრევა გამოიწვია. ეს მე-11 საუკუნის ტაძარი მთელი უკრაინის სულია“, – წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
