დონალდ ტრამპმა ექვსი თვის ვადით შეაჩერა ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების შესვლა, რომლებიც ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლას ან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას აპირებენ
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ექვსი თვის ვადით შეაჩერა ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების შესვლა, რომლებიც ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლას ან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას აპირებენ.
ტრამპმა განკარგულება 4 ივნისს გასცა და მის საფუძვლად „ეროვნული უსაფრთხოების“ მიზეზები დაასახელა.
ჰარვარდმა ტრამპის გადაწყვეტილებას შურისძიება უწოდა და აღნიშნა, რომ თავისი საერთაშორისო სტუდენტების დაცვას განაგრძობს.
ტრამპის განკარგულება ასევე ავალებს სახელმწიფო მდივანს, განიხილოს უნივერსიტეტში ამჟამად არსებული უცხოელი სტუდენტების ვიზების გაუქმება.
2024-2025 სასწავლო წელს ჰარვარდში დაახლოებით შვიდი ათასი უცხოელი სტუდენტი ირიცხებოდა, რაც სასწავლებლის სტუდენტების 27%-ს შეადგენს.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჰარვარდმა ვერ მიაწოდა საკმარისი ინფორმაცია საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტს „უცხოელი სტუდენტების უკანონო ან საშიში საქმიანობის“ შესახებ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
