პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ში ჩასვლა სრულად ან ნაწილობრივ შეუზღუდა 19 ქვეყნის მოქალაქეებს
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა სრულად შეუზღუდა 12 და ნაწილობრივ 7 ქვეყნის მოქალაქეებს. გადაწყვეტილება ოფიციალურად ამოქმედდება 2025 წლის 9 ივნისიდან.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ 4 ივნისს ხელმოწერილ განკარგულებაში შეზღუდვის გადაწყვეტილება დასაბუთებულია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ტერორიზმთან ბრძოლის მიზნებით.
ტრამპის განკარგულების საფუძველზე აშშ-ში ჩასვლა სრულად აეკრძალათ ავღანეთის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეის, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანის, იემენის და მიანმის მოქალაქეებს. განკარგულებაში მიანმა თავისი ძველი სახელით, ბირმითაა მოხსენიებული.
ნაწილობრივი შეზღუდვა ვრცელდება ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთის და ვენესუელის მოქალაქეებზე. ისინი ვერ მიიღებენ ტურისტულ და სტუდენტურ ვიზებს, თუმცა შენარჩუნებული აქვთ სამუშაო ვიზის ან ამერიკელ ნათესავებთან შეერთების მიზნით ვიზის მიღების უფლება.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
