ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს
მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელობით, დაახლოებით ხუთთვიანი მუშაობის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთავარი მრჩევლის თანამდებობას ტოვებს.
სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მასკმა, მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს DOGE-ის ხელმძღვანელობის შესაძლებლობისთვის, ინიციატივისთვის, რომელიც ტრამპმა თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღეს აღმასრულებელი ბრძანებით დაამტკიცა.
„რადგან ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის სამუშაო დრო იწურება, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უსარგებლო ხარჯების შემცირების შესაძლებლობისთვის. DOGE-ის მისია დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება, რადგან ის მთელი მთავრობის ცხოვრების წესად იქცევა“, – დაწერა მასკმა.
თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ მასკის გათავისუფლება დაუყოვნებლივ დაიწყება.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
