ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილს სიკვდილით დასჯა ემუქრება
ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის წინ, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობაში, ასევე უცხოელი ოფიციალური პირების მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაში წაუყენეს.
“მომხდარ თავდასხმას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულად იძიებენ და მოსალოდნელია დამატებითი ბრალდებების წარდგენა. ეს არის საქმე, რომელიც სიკვდილით დასჯას ექვემდებარება”,- განაცხადა აშშ-ის პროკურორმა ჯანინ პირომ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, გადაწყვეტენ თუ არა პროკურორები სიკვდილით დასჯის მოთხოვნას.
FBI-ის ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენელმა სტივ ჯენსონმა მკვლელობებს „ტერორისტული აქტი და ებრაული თემის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა“ უწოდა.
სროლიდან მალევე დააკავეს 30 წლის ელიას როდრიგესი.
შემდეგი სასამართლო პროცესი 18 ივნისს არის ჩანიშნული.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
