" პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„მსგავსი შეხვედრა, ორივე მხარის დელეგაციების მუშაობის შედეგად, დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ არის შესაძლებელი. მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებელია“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, 16 მაისს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთისა და უკრაინის „დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობების სიებს შეადგენენ და გაცვლიან“.
„სამუშაოები გრძელდება. რუსული მხარე ასეთ სიას მოამზადებს და მას უკრაინულ მხარესთან გაცვლის“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
