ზელენსკი ელოდა, პუტინი არ ჩავიდა - რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებები (ჯერჯერობით) ვერ განახლდა
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 1177-ე დღეს პრეზიდენტი ზელენსკი ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად თურქეთში ჩავიდა. რუსეთის პრეზიდენტმა კი, მისივე ინიციატივით დაგეგმილ შეხვედრაზე თანაშემწე - მედინსკი - გააგზავნა.
რუსეთ-უკრაინის შეხვედრა 15 მაისს სტამბოლში დღის პირველ ნახევარში უნდა გამართულიყო, მაგრამ საერთოდ არ გაიმართა. გვიან საღამომდე ჯერ კიდევ მსჯელობდნენ, ვარაუდობდნენ, მაგრამ არაფერი შეიცვალა.
“დღეს რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არ აპირებს ომის დასრულებას, საკმაოდ დაბალი დონის დელეგაციის გამოგზავნით [თურქეთში]. მეტიც, რუსეთის მიდგომა უპატივცემლობის გამოვლინებაა მშვიდობის, ყველა პარტნიორის მიმართ. ველით პარტნიორების მკაფიო და ძლიერ პასუხს“, - დაწერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ 15 მაისს ფეისბუკპოსტში, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან ანკარაში გამართული შეხვედრის შემდეგ; ხოლო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოლაპარაკებებზე, სტამბოლში, უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს და ჯგუფი თურქეთში დარჩება 16 მაისსაც - აშშ-ის დელეგაციასთან შესახვედრად.
კიევის მთავარი მიზანი ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტაა და ამ მიზნის გზაზე უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის ზელენსკიმ ერდოანს საჯარო მადლობაც გადაუხადა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
