პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ ხალხს და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავი მიულოცა დსთ-ს ქვეყნების (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი), ისრაელის ლიდერებს ოკუპურებული აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მეთაურებს, ასევე ქართველ და მოლდოველ ხალხს.
„ქართველი და მოლდოველი ხალხებისადმი მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა ნაანდერძალი მეგობრობისა და ურთიერთდახმარების კარგი ტრადიციების შენარჩუნებისკენ და დავიწყებას არ მიეცეს საერთო ისტორიული მემკვიდრეობა და არ დაიშვას მეგობარ ერებს შორის შუღლის დათესვა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
მილოცვაში უკრაინა არ არის ნახსენები.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასსი შეახსენებს მკითხველებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ამჟამად დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, მოლდოვას კი სათავეში "ანტირუსულად განწყობილი ხელმძღვანელობა უდგას".
"თუმცა, როგორც მოსკოვი უცვლელად უსვამდა ხაზს, ეს არ ნიშნავს ამ ქვეყნების ხალხებთან მეგობრული ურთიერთობების დასრულებას. დიპლომატიური ტრადიცია მოითხოვს სახელმწიფოს მეთაურებისთვის მნიშვნელოვანი თარიღების მილოცვას, თუმცა ბოლო წლებში რუსეთის ლიდერი პირდაპირ მიმართავს იმ ქვეყნების ხალხებს, რომელთა ელიტებიც რუსეთთან ურთიერთობებს აზიანებენ“, - იუწყება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერები, ბადრა გუნბა და ალან გაგლოევი, მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
9 მაისს საქართველო ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს - ეს ოფიციალური დღესასწაული და დასვენების დღეა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
