ნიუ-ჯერსიში ბოლო 20 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან
აშშ-ში, ნიუ-ჯერსის პიინლენდში, ატლანტის ოკეანის სანაპირო ქალაქების მახლობლად, სწრაფად მზარდი ტყის ხანძარს ებრძვიან.
ცეცხლი 1 დღეში, 5 000 ჰექტარამდე ტერიტორიაზე გავრცელდა. ამ დროისთვის დამწვარია 13 500 ჰექტარი ტყის მასივი. მედიის ცნობით, ასობით მეხანძრე ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში აქტიურად იყო ჩართული.
ნიუ-ჯერსის ტყის სახანძრო სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის ხანძრის 50% ლოკალიზებულია.
როგორც “როიტერი” წერს, სტიქია დასახლებულ პუნქტებს არ ემუქრება. მსხვერპლისა და შენობების დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აღსანიშნავია, რომ ლეისისა და ბარნეგატის ქალაქებში 5000-ზე მეტი მცხოვრების ევაკუაციის ბრძანება გაუქმდა, რადგან მეხანძრეებმა ხანძრის შემცირებით წინსვლას მიაღწიეს.
ხანძრის გამომწვევ მიზეზზე გამოძიება დაწყებულია.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
