"რუსეთისთვის ძალიან ცუდი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია და ეს დამანგრეველი იქნება, მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება, მსურს, მშვიდობა ვიხილო"
რუსეთისთვის ძალიან ცუდი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია და ეს დამანგრეველი იქნება, მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება, მსურს, მშვიდობა ვიხილო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რისი გაკეთება შეიძლება რუსეთზე ზეწოლის მხრივ, ტრამპმა უპასუხა, რომ შესაძლებელია ზეწოლა ფინანსურად, თუმცა, იმედი აქვს, რომ ეს საჭირო არ იქნება.
„შეგვიძლია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს საჭირო არ იქნება. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ზეწოლა. შეგვიძლია, ეს გავაკეთოთ რუსეთთან. გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, ხომ? მათ წაიღეს ყირიმი კაცისგან გვარად ობამა, ხომ? მათ სცადეს მთელი ქვეყანა წაეღოთ ბაიდენისგან. ვინ არის ერთადერთი, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? – ტრამპი.
სინამდვილეში, მე ვარ ის, ვინც შეაჩერა „ნორდ სტრიმი 2“, მსოფლიოში ყველაზე დიდი მილსადენი. ის შეჩერებული იყო და შემდეგ ბაიდენი მოვიდა და დაამტკიცა. არავინ ახსენებს ამას. რაც მე რუსეთს გავუკეთე, ძალიან მკაცრი იყო, მე ვიყავი ყველაზე მკაცრი. თუმცა მათ ჩემგან არაფერი წაუღიათ. მათ წაიღეს ობამასგან და ბუშისგან და წაიღეს მძინარა ჯო ბაიდენისგან. მათ უნდოდათ, ბაიდენისგან წაეღოთ მთელი ქვეყანა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შევაჩერე ეს, თუმცა ვნახოთ. დიახ, არის რაღაც, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და რაც არ იქნება სასიამოვნო ფინანსური თვალსაზრისით. შემიძლია, გავაკეთო რაღაცები ფინანსურად, რაც ცუდი იქნება რუსეთისთვის. არ მინდა ამის გაკეთება, რადგან მე მინდა მშვიდობა. მე მინდა, ვიხილო მშვიდობა. დიახ, შეგვიძლია, გავუკეთოთ ძალიან ცუდი რაღაცები რუსეთს, ეს იქნება დამანგრეველი, მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება, რადგან მინდა, ვიხილო მშვიდობა“, – განაცხადა ტრამპმა.
სიახლეები
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ!" - მიხეილ სააკაშვილი
- "ჩემი მიზანია ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა" - მარიამ ჭანტურია
- დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე