"ტრამპი ამერიკული ჯარების გერმანიიდან გამოყვანას და უნგრეთში განლაგებას განიხილავს" - „ტელეგრაფი“
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკული ჯარების გერმანიიდან გამოყვანას და მათ უნგრეთში განლაგებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ტელეგრაფი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპი განიხილავს გერმანიიდან დაახლოებით 35 ათასი ჯარისკაცის გაყვანის შესაძლებლობას, რაც პოტენციურად კიდევ უფრო გააუარესებს ურთიერთობებს აშშ-სა და ევროპას შორის.
როგორც მედია წერს, შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ დაახლოებით 160 000 ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული, მათი დიდი უმრავლესობა გერმანიაშია.
„ტრამპი გაბრაზებულია იმის გამო, რომ ევროპა თითქოს ომისკენ უბიძგებს“, – განუცხადა გამოცემას თეთრ სახლთან დაახლოებულმა წყარომ.
„მიუხედავად იმისა, რომ რაიმე კონკრეტული განცხადებები არ იგეგმება, აშშ-ის სამხედროები ყოველთვის განიხილავენ, თუ როგორ გადაანაწილონ ძალები მთელ მსოფლიოში, რათა საუკეთესოდ ვუპასუხოთ ჩვენს ინტერესებს და ამჟამინდელ საფრთხეებს“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ბრაიან ჰიუზმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
