კოლუმბია აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების მიღებას დათანხმდა, რის გამოც აშშ კოლუმბიას სავიზო და სატარიფო შეზღუდვებს აღარ დაუწესებს - თეთრი სახლი
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ აღარ დაუწესებს სავიზო და სატარიფო შეზღუდვებს კოლუმბიას.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კოლუმბია დათანხმდა, შეზღუდვებისა და დაყოვნების გარეშე მიიღოს ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებშიც აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებიან.
კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს განცხადებით, სანაცვლოდ აშშ დეპორტირებულ მოქალაქეებთან ღირსეულად მოპყრობას დათანხმდა.
ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიას სავიზო და სატარიფო შეზღუდვები დაუწესა. ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 26 იანვარს კოლუმბიამ უარი თქვა ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომლებშიც აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებოდნენ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
