"უკრაინაში ნატო-ს ინტერვენცია უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს ქმნის" - მარია ზახაროვა
უკრაინაში ნატო-ს ძალების ჩარევა კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს ქმნის და რუსეთისთვის მიუღებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ნატო-ს ძალების ჩარევა უკრაინაში კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს ქმნის და რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ დასავლეთის ქვეყნები გეგმავენ თავიანთი ჯარების განლაგებას ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად.
„16 იანვარს ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა იანვრის დასაწყისში გამართეს დახურული მოლაპარაკებები პოტენციური სამშვიდობო მისიის ფარგლებში ორი ქვეყნის სამხედრო ნაწილების უკრაინაში გაგზავნის შესახებ. 18 იანვარს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა არ გამორიცხა უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობა ცეცხლის შეწყვეტის პირობების თანახმად, დემილიტარიზებული ზონის „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ზახაროვამ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
