რუსეთის ქალაქ ყაზანზე დრონებით შეტევა იყო, აეროპორტი დროებით დახურულია
დღეს, 14 იანვარს, გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში.
ადგილობრივი ტელეგრამ-არხების და მედიასაშუალების ცნობით, უკრაინამ დრონებით შეუტია ყაზანში მდებარე ქიმიურ ქარხანას, „ყაზანორგსინთეზს“, სადაც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ყაზანის „ოპერატიულ სამსახურებზე“ დაყრდნობით წერს, რომ ამ ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი არ ყოფილა და აფეთქება სხვა ადგილას მოხდა. რუსული წყაროების თანახმად, აფეთქება მოხდა თხევადი გაზის საცავში, რომელიც ქიმიური ქარხნის მახლობლად მდებარეობს.
თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ყაზანის გარეუბანში ცეცხლი გაუჩნდა გაზის ცისტერნას, არავინ დაშავებულა. სხვა დეტალებს პრესსამსახური არ აკონკრეტებს.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო დროებით დახურეს ყაზანის აეროპორტი.
უკრაინას ყაზანზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს და საწვავის საცავებს.
სიახლეები
- ბანერები წარწერით „იამაყე შენი ქვეყნით!“, „იამაყე ქართველობით!“ მოქალაქეებმა თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს
- "საერთოდ არ მაინტერესებს მათი განცხადებები, არც მათი პლატფორმები ვისთან შეიკრიბებიან, როგორ და რანაირად" - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს
- ირაკლი კობახიძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა
- "ეკონომიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, ველით სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში მაისის ბოლოს" – ნათია თურნავა