ხანძრის შედეგად ლოს-ანჯელესში დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
ლოს-ანჯელესში, ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, არიან დაკარგულებიც.
კალიფორნიაში ხანძრებს უკვე 6 დღეა ებრძვიან.
სტიქიის ადგილზე ქარის კიდევ უფრო გაძლიერებას ვარაუდობენ, რაც ცეცხლის გავრცელების რისკს ქმნის. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოსალოდნელი ძლიერი ქარის ახალი ტალღისთვის მზად არიან. სახანძრო სამსახურის ცნობით, წყლის სისტემა მზად არის ხანძრის დამატებითი კერების ჩასაქრობად.
„ხანძარსაშიში ვითარება ისევ არსებობს. გარწმუნებთ, რომ ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახური სრულ მზადყოფნაშია. ძლიერი ქარი და დაბალი ტენიანობა ლოს-ანჯელესის მთელ ოლქში, ხანძრის გავრცელების საფრთხეს ქმნის“, – განაცხადა ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის უფროსმა, ენტონი მაროუნმა.
ბოლო მონაცემებით, სახიფათო ზონიდან გაყვანილია 100 000-ზე მეტი ადამიანი. განადგურებული ან მნიშვნელოვნად დაზიანებულია 12 000-ზე მეტი სახლი.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
