ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში გაზის აფეთქება გამორიცხა
რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მენიაილომ უარყო, რომ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში დილით მომხდარი აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მან ტელეგრამზე დაწერა, რომ შენობა გაზიფიცირებული არ არის.
მენიაილოს განცხადებით, აფეთქების მიზეზს გამოძიება დაადგენს.
ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლში” მომხდარმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. წინასწარი ოფიციალური ვერსიით, რომელსაც რუსული მედია ავრცელებდა „ოპერატიულ სამსახურებზე” დაყრდნობით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა ასევე უარყო სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობები, რომ დღეს ვლადიკავკაზის ტელეანძის რაიონშიც მოხდა აფეთქება, რომელიც დრონით შეტევამ გამოიწვია.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
