"რუსეთი მზადაა, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებებს უკრაინის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან" - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის ფედერაცია მზადაა, უკრაინაზე მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე, თუმცა საფუძველი სტამბოლის 2022 წლის მოლაპარაკებების შედეგები უნდა გახდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის საკითხზე 2022 წელს შეთანხმება იქნა მიღწეული, თუმცა ბორის ჯონსონმა, რომელიც 2022 წელს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, დაარწმუნა კიევი, გაეგრძელებინა ბრძოლა.
პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებებს უკრაინის ნებისმიერ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, თუნდაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ კიევის ამჟამინდელი ხელისუფლება უკანონოა და ერთადერთი კანონიერი ორგანო უკრაინაში არის რადა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება 2022 წლამდე უნდა მიეღო და ამისთვის წინასწარ უნდა მომზადებულიყო.
„უნდა ითქვას, რომ სიტუაცია მკვეთრად იცვლება. მოძრაობა ფრონტის მთელ ხაზზე ყოველდღიურად მიმდინარეობს. ჩვენ არ ვსაუბრობთ 100, 200 ან 300-მეტრზე წინსვლაზე. ჩვენი მებრძოლები ყოველდღიურად იკავებენ ტერიტორიას კვადრატულ კილომეტრებში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო – ყოველდღე. საბრძოლო მოქმედებები რთული საქმეა და ამიტომ რთული და აზრსმოკლებულია გამოცნობა, რა გველის წინ, მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რაც ხდება. ჩვენ კი მივდივართ ჩვენი უპირველესი ამოცანების მიღწევისკენ, რაც სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში დავასახელეთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა