"ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
ფრანგული „ლე მონდის“ ცნობით, ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს.
გამოცემის წყაროების ცნობით, უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, განახლდა დისკუსია უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების ჯარების ან კერძო სამხედრო კომპანიების მებრძოლების გაგზავნის შესაძლებლობაზე.
როგორც ფრანგული გამოცემა წერს, ეს საკითხი ხელახლა გახდა აქტუალური მას შემდეგ, რაც აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპმა მოიპოვა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის შეჩერებას განიხილავს.
როგორც „ლე მონდი“ წერს, უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ დისკუსია შარშან თებერვალში ემანუელ მაკრონმა გახსნა, თუმცა ამ ინიციატივას ევროპული ქვეყნების მხრიდან ხისტი წინააღმდეგობა შეხვდა. თუმცა, როგორც გამოცემის ჟურნალისტებს წყაროებმა უთხრეს, ეს თემა საბოლოოდ არ დახურულა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის საფრანგეთში ვიზიტისას დისკუსია ახალი ინტენსივობით განახლდა. კერძოდ „ლე მონდის“ მიხედვით, ლონდონი და პარიზი განიხილავენ ევროპაში მოკავშირეთა დამრტყმელი ძალების შექმნას, რომელიც ორიენტირებული იქნება უკრაინისა და ზოგადად, ევროპის უსაფრთხოებაზე.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
