თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
თურქეთში, ანტალიის აეროპორტში დაფრენის შემდეგ Azimut Airlines-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხანძრის დროს, ბორტზე 89 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმფრინავი სოჭიდან ანტალიის მიმართულებით მიფრინავდა და თურქეთში დაფრენა ცუდი ამინდის გამო მოუწია. სავარაუდოდ, დაფრენის დროს თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს შეეჯახა და ცეცხლი თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავს გაუჩნდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
