გერმანიის მმართველი კოალიცია დაიშალა
გერმანიის მმართველი კოალიცია დაიშალა, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თავისი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე 15 იანვარს დააყენებს, რათა მარტში ვადამდელი არჩევნების ჩატარება შეძლოს,- ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.
DW-ს ცნობით, კანცლერმა ოლაფ შოლცმა ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
კოალიციაში კრიზისი ლინდნერის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) ულტიმატუმმა გამოიწვია. FDP ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების გატარების მიმართულებით შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და “მწვანეებისგან” დათმობაზე წასვლას ითხოვდა, რაზედაც მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ შოლცს შეუძლია გააგრძელოს მართვა, უმცირესობაში დარჩენილი პარტია ბიუჯეტის დამტკიცებას ვერ შეძლებს, რაც დიდი ალბათობით, ვადამდელ არჩევნებს ნიშნავს.
როგორც წესი, ბუნდესტაგის არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. თუმცა, განსაკუთრებულ კრიზისულ პოლიტიკურ სიტუაციებში, მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ კანცლერის მხარდაჭერა პარლამენტში შესუსტდება, შესაძლოა, უფრო ადრე დაინიშნოს.
როგორც DW წერს, გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ძალზე იშვიათი მოვლენაა.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
