"თუ ამერიკა გახდება მშვიდობის მომხრე, მაშინ ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრედ - მარტო ვერ ატარებს ტვირთს" - ვიქტორ ორბანი
ევროპას მოუწევს გადახედოს უკრაინის მხარდაჭერას, თუ დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩევა. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, კონტინენტი „მარტო ვერ ატარებს ომის ტვირთს“. ორბანის განცხადებით, ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ „ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრედ“.
„ამერიკაში მშვიდობის მომხრე პრეზიდენტი, იქნება, რისიც მე არა მხოლოდ მჯერა, არამედ ციფრებსაც ასე ვკითხულობ... თუ მოხდება ის, რასაც ჩვენ მოველით და ამერიკა გახდება მშვიდობის მომხრე, მაშინ ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრედ”, - დასძინა მან.
ორბანის თქმით, უკრაინა იქნება განხილვის თემა მომავალ კვირაში ბუდაპეშტში ევროპელი ლიდერების შეხვედრისას.
„ევროპა მარტო ვერ ატარებს (ომის) ტვირთს და თუ ამერიკელები გადაერთვებიან მშვიდობაზე, მაშინ ჩვენც გვჭირდება ადაპტაცია და ეს არის ის, რასაც განვიხილავთ ბუდაპეშტში“, - დასძინა მან.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
