ანკარაში ტერაქტის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, ორი თავდამსხმელი – მამაკაცი და ქალი – ლიკვიდირებულია.
როგორც ცნობილია, შეიარაღებული თავდამსხმელები თურქეთის ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიის TUSAŞ-ის შტაბ-ბინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. თვითმხილველების თქმით, ჯერ აფეთქების ხმა გაიგონეს, რასაც შემდეგში სროლა მოჰყვა.
სიახლეები
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული"- ნინო წილოსანი
