ზაპაროჟიეზე რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა
სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის ჯარების დღევანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სარაკეტო შეტევა დილით განხორციელდა ქალაქ ზაპოროჟიეს ცენტრზე, სადაც დაზიანებული ან ნაწილობრივ დანგრეულია 30-ზე მეტი სახლი და საერთო საცხოვრებლის და საბავშვო ბაღის შენობები.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ზაპოროჟიეში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
უკრაინის სამხრეთში მდებარე ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რუსულმა არმიამ ეს ტერიტორია უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის გაზაფხულზე დაიკავა. მათ შორის ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც ქალაქ ენერგოდართან მდებარეობს.
ოლქის ნაწილს, მათ შორის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ ზაპოროჟიეს, ისევ უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
