"ტრამპს ვუთხარი, უკრაინას ან ექნება ბირთვული იარაღი, ან ნატო-ში ვიქნებით" - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან საუბრისას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების აუცილებლობა განიხილა, ასევე ახსენა, რომ კიევმა თავის დროზე ბირთვულ იარაღზე თქვა უარი.
ამის შესახებ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა ბუდაპეშტის მემორანდუმი და მას არაეფექტური შეთანხმება უწოდა, რომელმაც უკრაინის დაცვა ვერ უზრუნველყო.
„დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფებიდან ვინ დაზარალდა? ყველა? არა, ერთადერთი უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთადერთმა უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბარში მე მას ვუთხარი: „ჩვენთან ასე ხდება, რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ექნება ბირთვული იარაღი და ეს იქნება ჩვენთვის დაცვა, ან უნდა გვქონდეს რაიმე ალიანსი. ნატო-ს გარდა, დღეს ჩვენ ეფექტური ალიანსები არ ვიცით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ნატო-ს ქვეყნები დღეს არ არიან ომში, ამიტომ უკრაინა ირჩევს ნატო-ს და არა – ბირთვულ იარაღს.
„მე ვთვლი, რომ დონალდ ტრამპმა მომისმინა. მან თქვა: „თქვენ სამართლიანი არგუმენტები გაქვთ““, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ თუ პარტნიორები არ დაუჭერენ მხარს უკრაინის „გამარჯვების გეგმას“, ეს იქნება დიდი შეცდომა და პრივილეგია რუსეთისთვის.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა