ჩრდილოეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო თავდასხმას, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა
ლიბანის წითელი ჯვრის ცნობით, ჩრდილოეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა.
მათივე თქმით, იერიში ქრისტიანებით დასახლებულ სოფელ აიტუში მდებარე საცხოვრებელზე განხორციელდა, რომელშიც დევნილი ოჯახები იმყოფებოდნენ.
„თვრამეტი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა აიტოზე დარტყმის შედეგად“, – იუწყება წითელი ჯვარი.
ისრაელს თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია და უცნობია, თუ რა იყო მისი მიზანი.
ისრაელის ბრძოლა „ჰეზბოლას“ მებრძოლების წინააღმდეგ ძირითადად კონცენტრირებულია ლიბანის სამხრეთით და ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
