"რუსეთის ბირთვულმა რიტორიკამ ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერაში ხელი არ უნდა შეუშალოს" - იენს სტოლტენბერგი
რუსეთის ბირთვულმა რიტორიკამ ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერაში ხელი არ უნდა შეუშალოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ჩვენ წინდაუხედავი რუსული ბირთვული რიტორიკის მაგალითები გვინახავს და ეს ამის მაგალითია. ყოველთვის, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა ახალი ტიპის იარაღებით გავაძლიერეთ - ტანკებით, შორ მანძილზე მოქმედი იარაღით თუ F-16-ებით, რუსები ჩვენთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ. მათ ეს არ გამოუვიდათ და ამ უკანასკნელმა მაგალითმა ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერაში ხელი არ უნდა შეუშალოს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები შეიტანა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას იტოვებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთსა და ბელარუსს „კრიტიკული საფრთხე“ მოწინააღმდეგის მიერ ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებითაც შეექმნებათ.
სიახლეები
- "ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა, რასაც ევროკომისიის ობიექტური კვლევა აჩვენებს, მაგრამ ფოტიგები, კუბილიუსები, „რაისა - კომუნისტკები“ საქართველოს ამუნათებენ, რატომ?"
- "ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად „ჯენზის“ მოწამვლის გასაპროტესტებლად, „ჯენზი“ თითქმის არ მივიდა" - მიხეილ სააკაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 დეკემბრისთვის
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
