გერმანიის მაღაზიებში ბანანის ყუთებში შვიდი მილიონი ევროს კოკაინი აღმოაჩინეს
გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ბანანების ყუთებში კოკაინი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ Deutsche Welle იტყობინება.
გამოცემა წერს, რომ საერთო ჯამში სუპერმარკეტების ქსელში 95 კილოგრამი ნარკოტიკი იპოვეს, რომლის ღირებულებაც 7 მილიონ ევროს აღემატება. ბანანების ეს პარტია გერმანიაში სამხრეთ ამერიკიდან ჩავიდა.
პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ სუპერმარკეტების ქსელში ეს პარტია შეცდომით მოხვდა. დეტალების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
