უკრაინის რადას გადადგომის შესახებ განცხადებით დმიტრო კულებამ მიმართა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ქვეყნის უმაღლეს რადას გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა,- ინფორმაციას პარლამენტის სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებს.
კულებას გადადგომის შესახებ წარდგენილი განცხადება რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“უმაღლეს რადაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, კულებას განცხადება გადადგომის შესახებ შემოვიდა. განცხადება უახლოეს პლენარულ სხდომაზე იქნება განხილული“, – წერს სტეფანჩუკი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მთავრობაში სამმა მინისტრმა დაწერა განცხადებები თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ესენი არიან: უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ალექსანდრე კამიშინი, უკრაინის იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა, უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი რუსლან სტრელეცი.
სიახლეები
- ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
- პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- 8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
