,,გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ"- ურსულა ფონ დერ ლაიენი
„მინდა, რომ ჩვენი მუშაობა (გაფართოების შესახებ) კიდევ უფრო დაჩქარდეს. კომისიის მომავალ შემადგენლობაში გაფართოება მუდმივ სამუშაოდ უნდა იქცეს, რათა მას სრული ყურადღება მიექცეს. სწორედ ამიტომ, გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ. მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია.
ჩვენ ძლიერი, კონკურენტუნარიანი და უსაფრთხო ევროპისკენ ვისწრაფვით, რომელიც დასავლეთ ბალკანეთს მოიცავს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას და ყველას, რომელთა ევროპული მისწრაფებებიც მათ ქმედებებს შეესაბამება“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სლოვენიაში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას
სიახლეები
- ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
- პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- 8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
