,,დასავლეთი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად განიხილავს"- ვლადიმერ პუტინი
„ათწლეულების განმავლობაში ისინი ცდილობდნენ სრულ კონტროლს უკრაინაზე, აფინანსებდნენ იქ ნაციონალისტურ და ანტირუსულ ორგანიზაციებს, სისტემატურად ნერგავდნენ კონცეფციას, რომ რუსეთი, თითქოს, უკრაინის მარადიული მტერია, მისი არსებობის მთავარი საფრთხეა,“ – განაცხადა პუტინმა.
მისი მტკიცებით, უკრაინა გახდა „ხურდა ფული“ დასავლეთის გეოპოლიტიკური ამ
ბიციების განხორციელებაში, რომელიც უკრაინას რუსეთთან ბრძოლის იარაღად განიხილავს და არსებული ვითარება დასავლეთის დესტრუქციული სტრატეგიის ლოგიკური შედეგია.
„დასავლური ელიტები აგრძელებენ კიევის ამჟამინდელი რეჟიმის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენას და მას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად განიხილავენ. ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს და განვაგრძობთ ყველა დასახული ამოცანის თანმიმდევრულად შესრულებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში რუსეთის და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა მონღოლურ გაზეთ „ონოდორთან“ ინტერვიუს დროს.
სიახლეები
- ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
- პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- 8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
