"უკრაინა გადაწყვეტს, როდის დაიწყოს მოლაპარაკებები აგრესორ ქვეყანასთან - რუსეთთან" - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გადაწყვეტს, როდის დაიწყება მოლაპარაკებები აგრესორ ქვეყანასთან - რუსეთის ფედერაციასთან, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ შესაბამისი განცხადება კიევში, სლოვენიის პრეზიდენტ ნატაშა პირც მუსართან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„რა თქმა უნდა, უკრაინა გადაწყვეტს. ყველაფერი რომ მხოლოდ უკრაინაზე ყოფილიყო დამოკიდებული, ომი არ იქნებოდა. სამწუხაროდ, ოკუპანტი რუსეთია და პუტინს ომი სურდა და ამ დროისთვის მას არ სურს ომის დასრულება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინამ გამოიჩინა ინიციატივა და დიპლომატიური გზა აირჩია, რადგან ომში მსხვერპლია.
„სამშვიდობო სამიტი დასრულდა. ახლა ჩვენ ვმუშაობთ სამ დეტალურ გეგმაზე: ენერგეტიკა, სასურსათო უსაფრთხოება და გაცვლა (ტყვეების და უკრაინელი ბავშვების დაბრუნება) და დარწმუნებული ვარ, ამ საკითხებს მოვაგვარებთ. ჩვენ მოვამზადებთ დეტალურ გეგმას. ის, უახლოეს მომავალში იქნება მზად. ჩვენ ასევე შევიმუშავებთ და მოვამზადებთ მშვიდობის ფორმულის ყველა სხვა პუნქტს, რომელიც ჩვენი პარტნიორის წინ მაგიდაზე იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
