ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს ურჩევს, არ გააგრძელოს ანტილგბტ კანონპროექტზე მუშაობა
ვენეციის კომისია აქვეყნებს დასკვნას საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიციირებულ ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტზე, რომლის სახელწოდებაცაა კანონი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
ვენეციის კომისია თავის დასკვნაში მწუხარებას გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ძალიან მგრძნობიარე საკითხებს შეეხება, გამოჩნდა მძლავრი და ხანგრძლივი პროტესტის ფონზე, მძლავრი პოლიტიკური და საზოგადოებრივი დაძაბულობის პირობებში, განსაკუთრებით არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, და ‘’უგულებელყოფს რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ გამოხატულ შეშფოთებას“.
ვენეციის კომისია ახალი შესწორებების მიღებამდე დასაბუთებული ანალიზის ჩატარების რეკომენდაციას იძლევა - საზოგადოების ყველა სეგმენტის ჩართულობით, განსაკუთრებით სექსუალური და გენდერული უმცირესობების წარმომადგენლების, ასევე შესაბამისი სექტორების ექსპერტებისა და პროფესიონალების მონაწილეობით.
სადავო საკითხების სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასებისთვის, ვენეციის კომისიის თანახმად, ჩატარებული ანალიზის შედეგები საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს და ჩატარდეს მიუკერძოებელი კონსულტაციისთვის შესაბამის დროის პერიოდში.
რაც შეეხება საკონსტიტუციო კანონპროექტის სამართლებრივ შეფასებას, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკისა და ვენეციის კომისიის წინა მოსაზრებების გათვალისწინებით, შესწორებების შესაბამისობა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან ვერ მოიძებნა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო და „ამ წინადადების უბრალო შეთავაზებაც კი საქართველოში ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ მტრული და მასტიგმატიზებელი გარემოს გამწვავების ხიფათს აჩენს".
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
