თურქეთის სამხრეთ რეგიონში მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა
თურქეთის სამხრეთ რეგიონში მასშტაბურ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი და დაშავებულია 44 ადამიანი. დაშავებულთაგან ათის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ავრცელებს.
ხანძარი დიარბაქირისა და მარდინის პროვინციებს შორის მძვინვარებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ცეცხლი 22:15 საათისთვის გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა. ამჟამად სტიქია ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
