" გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას რუსეთის არმიისა და ხალხის მიმართ, რომლებიც სამართლიანობისა და სიმართლისთვის იბრძვიან " - კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინს
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „რუსეთის დღეს“ ულოცავს და აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მისალოც წერილში კიმ ჩენ ინი აღნიშნავს, რომ პუტინის „ენერგიული და ერთგული ხელმძღვანელობით“ რუსი ხალხი გადალახავს სხვადასხვა გამოწვევებს, როგორიცაა სანქციები და „ზეწოლა მტრული ძალების მხრიდან“.
კიმ ჩენ ინის თქმით, ჩრდილოეთ კორეელი ხალხი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას რუსეთის ფედერაციის არმიისა და ხალხის მიმართ, რომლებიც იბრძვიან "სამართლიანობისა და სიმართლისთვის". კიმ ჩენ ინი დარწმუნებულია, რომ ჩრდილოეთ კორეა-რუსეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის განვითარებას და „საერთაშორისო სამართლიანობის“ დამყარებას.
კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინს "მთელი გულით" უსურვებს ჯანმრთელობას და „კიდევ უფრო დიდი წარმატებას“.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
